ტოლერანტობა

 ტოლერანტობა და საქართველო:ეთნიკური მრავალფეროვნება

 ტოლერანტობა არის ის გასაღები, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაღოთ ყველა დახურული კარი. (მარინა ფინჩი)



საქართველო წარმოუდგენელია მისი კულტურული მრავალფეროვნების გარეშე .ეს მრავალეთნიკური ქვეყანაა ,ხოლო თბილისი- მრავალეთნიკური ქალაქი .მუდამ ასე იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება.
კითხვაზე ,თუ რატომ არ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანა ,პასუხის მარტივია/ ტოლერანტობა.
მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველო და მთლიანად ამიერკავკასია ყოველთვის იყო ყველა მახლობელი დიდი იმპერიის ინტერესების დაჯახებისას და მათი ბრძოლის ასპარეზი: იქნებოდა ეს რომი და პართია ,ბიზანტია და სასანიანთა ირანი ,არაბები და ხაზარები მონღოლთა ,,ოქროს ურდო" თუ თურქ-სელჩუკები.ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკურობა სწორედ აქიდან მოდის.


  თუკი ყვარლის მხრიდან გაუყვები გზას ლაგოდეხის მიმართულებით ,ერთმანეთის მიყოლებით ,სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრზე ,შეხვდებით :ოსებს ,აზერბაიჯანელებს ,თურქებს ,ცოტა მოშორებით სომხებს, ხოლო თუ ცოტა ღრმადაც შეხედავთ,გაოცებს თავისებურება იმ სოციალურ-კულტურული ყოფისა თითოეულში ,რომ სუფევს.ეს ტოლერანტობაა. ტოლერანტობა - უცხო ერის წარმომადგენლისადმი.

საქართველო მრავალფეროვანი ქვეყნა ,აქ ოთხმოცზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად დიდი ,,ეთნიკური სიჭრელის" ჩვენს ქვეყანაში არ ირღვევა ,მეროვნული უმცირესობათა უფლებები, ეთნოსთა შორისი ურთიერთობები ,
გარკვეულწილად სტაბილურია და ეთნოკონფლიქტების იშვიათია.

თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური კრიზისი ,ეროვნებათშორისი ურთიერთობები და დაპირისპირებები კვლავაც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა .ზოგიერთი მეცნიერის აზრით ,ჩვენს პლანეტაზე უკვე დაწყებულია გლობალური ეთნიკური კრიზისი. არაკონტროლირებად ნაციონალურ ემოციებს, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში ნაციონალური თვითდამკვიდრების ფორმებს ან აგრესიული ნაციონალიზმის სახეს იძენენ დრამატულ მდგომარეობამდე მივყავართ თითქმის ყველა კონტინენტზე განსაკუთრებით კი მსოფლიოს ცივილიზაციის პერიფერიებში.
 

რა არის ცივილიზაციის პირველი ნიშანი? გატეხილი ბარძაყის ძვალი,რომელიც შეხორცდა.როგორც იცით გატეხილი ძვლით ცოცხალი არსება წყლამდე ვერ მიაღწევს , ის განწირულია. შეხორცებული ძვალი ნიშნავს ,რომ მას ვიღაც დაეხმარა ,მისთვის წყალი ზიდა ,იზრუნა.....სწორედ ეს არის კაცობრიობის საწყისი.


გახსოვდეს ! აგრესია მძიმე , სასტიკი, პიქუში იარაღია.





Comments

Popular Posts