ნაადრევი ქორწინება
ნაადრევი ქორწინება
ადრეული,ანუ ნაადრევი ქორწინება არის არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის,რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია.ადრეული ქორწინება მიჩნეულ უნდა იქნას, ზოგადად-ადამიანის უფლებების, კერძოდ-ბავშვთა უფლებების დარღვევად,რადგან ითვლება,რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.
სამყაროში სხვადასხვა რელიგიური,ეთნიკური თუ რეგიონალური ფაქტორების მქონე ხალხები, განსხვავებულად უდგებიან ნაადრევი ქორწინების საკითხს. მათთვის ტრადიციებია დომინანტი და არაკანონი, რომელიც თანამედროვე სამყაროშიჰარმონიული ყოფის გარანტიაა. ნაადრევი ქორწინება შეიძლება ბავშვზე ძალადობად ჩაითვალოს,რადგან არასრულწლოვანი ვერ მიიღებს ინფორმაციულ გადაწყვეტილებას, ხშირად ეს ხდება იძულებით, ან გარიგებით ქორწინების კონტექსტში.გარკვეულ შემთხვევაში მშობლები არიან ინიციატორები,რასაც განაპირობებს ეკონომიკური სიდუხჭირე,ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის-განათლების არქონა.მსგავსი კანონდარღვევა გენდერულ ჭრილში განსახილველი ფენომენია-ის განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე.
ზოგადად, მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით ნაკლებია.ამასთან, ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის გაზრდილი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.ადრეული ქორწინება შესაძლოა განათლების შეწყვეტის წინაპირობა გახდეს,რაც დააბრკოლებს მის პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებას და წაართმევს მას უმთავრესი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების უფლებას.
სრულწლოვან ასაკში ქორწინება ქალს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს, რაც ყველასათვის სასიკეთოა.ახალგაზრდა ქალი, რომელიც გვიან ქორწინდება,დიდი ალბათობით,იღებს სრულფასოვან განათლებას,მუშაობს და შეაქვს ინვესტიცია ოჯახში.მეტად მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც,რომ გოგონა უფრო გვიან ქორწინდება,მეტი ძალა შესწევს,დამოუკიდებლად მიიღოს ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,თვითონ აირჩიოს,როდის და რამდენი შვილი იყოლიოს.გოგონების განვითარებაში ინვესტირება ყველასათვის სასიკეთოა:ოჯახისთვის,საზოგადოებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,თავად მისთვის.ადრეული ქორწინების პრობლემის უგულველყოფა სავალალო შედეგების მომტანია.დროა ამ პრობლემაზე ღიად დავიწყოთ საუბარი.საჭიროა შევქმნათ ისეთი მსოფლიო,სადაც ყოველი ორსულობა სასურველი იქნება,ყოველი მშობიარობა უსაფრთხო და თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება,განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.
ნუ წავარათმევთ გოგონებს ბავშვობას! მათ უნდა მიიღონ განათლება იმისთვის , რომ საკუთარი რაციონალური არჩევნით გადაწყვიტონ, თუ რატომ უნდა ოჯახი.
Comments
Post a Comment