ოჯახური ძალადობა

 ოჯახური ძალადობა

   ოჯახური ძალადობის თემა დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო მრავალ ქვეყანაში,რადგან აღნიშნული თემის სააშკარაოზე გამოტანა ადამიანის პორად ცხოვრებაში ჩარევად ითლებოდა და მასზე მსჯელობა დაიშვებლად იყო მიჩნეული.თუმცა,დროთა განმავლობაში საზოგადოებაში სულ უფრო იმძლავრა იმ აზრმა,რომ გაუმართლებელია ოჯახური ძალადობის იგნორირება,მასზე თვალის დახუჭვა,რადგან ძალადობა ოჯახში საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებას,მათ  სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ისეთივე დანაშაულია,როგორც ძალადობა ოჯახს მიღმა.


   ძალადობა ყველა ტიპის საზოგადოებისა და კულტურის პრობლემაა და იგი თანაბრად აღმოცენდება როგორც საზოგადოების განვითარების ან განათლების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ,ისე განათლებულ და პრივილეგირებულ ნაწილში.

  მიუხედავა იმისა,რომ უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში  შედარებით ცმამაღლა საუბრობენ ქალისა და ბავშვთა უფლებათა დამცველ წრეებში,იკვლევენ და ებრძვიან , მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იგი კვლავ ძნელად სამსჯელო თემად რჩება.საზოგადოებაში ამ პრობლემის წამოწევა ხშირ შემთხვევაში აგრესიასა და ირონიას იწვევს.

        

  ძალადობა ,როგორც ქმედება შეიძლება მრავალი ფორმით გამოიხატოს. განასხვავებენ სიტყვიერ, ფიზიკურ ,ფსიქოლოგიურ, ემოციურ ძალადობას.პეკინში 1995 წელს გაერთიანებული ერების ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული მოქმედების გეგმაში განმარტებულია თითოეული მათგანი. აღნიშნულ განამრტებათა თანახმად,

1.ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს შემდეგ მოქმედებებში: ხელის კვრა,თმის მოქაჩვა,დარტყმა,ცემა,ფეხის კვრა,დაწვა,კბენა,დასახიჩრება,ბასრი იარაღით ჭრილობების მიყენება,წამება,მკვლელობა.
2. ფსიქოლოგიურ ძალადობად მიიჩნევა:დაცინვა ,ირონიული რეპლიკები,ცინიკირი და დამანცირებელი შენიშვნები,ზოზღი,დაცინვა,საჯარო შეურაცხყოფა,მუქარა,იზოლირება. ზემოაღნიშნული მოქმედებები ამცირებს ადამიანის თბითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას,განსაკუთრებით,თუ მათ სისტემატიური ხასიათი აქვთ.
3.სტრუქტუტული ძალადობა გულისცმობა თვალით უხილავი, შეუმჩნეველი დაბრკოლებების შექმნას ქალის პოტენციური შესაძლებლობების და ძირითადი უფლებების განხორციელებისადმი.
5.ინტელექტუალური(სულიერი) ძალდობად მიიჩნევა მოქმედება,რომელიც შეურაცხყოფს და ანგრევს ქალის კულტურულ და რელიგიურ წარმოდგენებს მაი დაცინვითა ან დასჯით ან აიძულებს ქალს შეიცვალოს ისინი.


  

გახსოვდეს!!!
. ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის , თავისუფლების,პირადი ხელშეუხებლობის უფლება
.არავის შეიძლება თავისუგლება აღუკვეთონ სხვაგვარად ,გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და წესისა.
.სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა.ამ უფლებას იცავს კანონი. არავის შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.
ისაუბრეთ! გულისხმოერება აიმაღლეთ და არა ხმის ტემბრი, წვიმა ასაზრდოებს ყვავილებს და არა ჭექა-ქუხილი.



ჩვენ აუცილებლად ,აუცილებლად გავანულებთ ქალთა მიმართ ძალდობას.

2018 წელს ჰოლივუდის ზღაპრულ სამყაროს დიდი ბზარი გაუჩნდა, ჰოლივუდმა შავები ჩაიცვა, მოუწოდა მსოფლიოს არ გავუმდეს და ეკრანებზე ორი დიდი ქალთა ძალდობის წინააღმდეგ მიმართული ბარიკადი აღმართა : დიდი პატარა ტყუილები და მხევლის წიგნი. და დაიწყო ახალი , ბრწყინვალე , ამბიციური რევოლუცია - ქალების რევოლუცია!
გირჩევთ იხილოთ ორივე მინი-სერიალი შემდეგ ლინკზე:

დიდი პატარა ტყუილები : 

მხევლის წიგნი: 








Comments

Popular Posts