ბავშვთა უფლება

  ბავშვთა უფლება

       განათლება ბავშვისთვის უკეთესი ცხოვრების უმთავრესი პირობაა. ღარიბი ქვეყნები და ღარიბი ადამიანები მდიდარი ქვეყნებისა და მდიდარი ადამიანებისგან არა მხოლოდ სახსრების უქონლობით,არამედ დაბალი ცოდნის დონითაც განსხვავდებიან. ალბათ არ არსებობს სხვა ისეთი რამ ,რასაც ასეთი დიდი ავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
   საქართველოს მომავალი განვითარება დიდად არის დამოკიდებული მიდი განათლების სისტემის მოქმედებაზე . ბავშვთა კონვეციის თანახმად , საქართველო აღიარებს თითოეული ბავშვისუფლებას ,იცხოვროს ცხოვრების ისეთი სტანდარტით,რომელიც მისი ფიზიკური, გონებრივი,სულიერი და  სოციალური დონის ადეკვატიურია. ამის მიღწევა შესაძლებელია მაშინ ,თუ ბავშვისთვის ადრეული ასაკიდან შექმნილია მაღალი ხარისხის განათლების მიღების აუცილებელი პირობები და სათანადო სასწავლო გარემო.





ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიზნებია: ისარგებლონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და მიიღონ ადეკვატური საკვები საქართველოში შეინიშნება პროგრესი იმუნიზაციისა და მიკროელემენტების ნაკლებობის თავიდან აცილების მხრივ. ბავშვთა უფლებათა კონვეცია ავალდებულებს სახელმწიფოს ,დააკმაოფილონ ბავშვთა საჭიროებები განსაკუთრებულ თავდაცვასთან დაკავშირებით. ბავშვს აქვს უფლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწვეტილებათა მიღების პროცესში,რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება. მონაწილეობაშ იგულისხმებაროგორცმოსწავლეთა იმგვარი საბჭოების შექმნა,რომლებიც ზეგავლენას მოახდენს სკოლებსა დაუმაღლე სასწავლებლებში გადაწვეტილებათა მიღების პროცესზე ,ასევე სკოლის გარეთ საქმიანობა,რომელიც აძლიერებს სოციალურ და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. ინფორმაციის მოსაწვდომობას- ინტერნეტს, ბიბლიოთეკას...-უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამგვარი მონაწილეობის ხელშემწობ ფაქტორში.


       200 წლის შემდეგ,როდესაც ,,იუნისეფმა" გამოსცა უკანასკნელი ,,სიტვაციის ანალიზი". საქართველოს ბევრ რაიონში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხმა პროგრესი განიცადა. მიუხედავად ამისა,მაინც რჩება პრობლემა ,რომლებიც მომავალ წლებში უნდა გადაიჭრას:
  1. ხარისხიანი განათლების მირების შესაძლებლობის გაუმჯობესება ,განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის;
  2. ბავშვთა უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში;
  3. აივ/შიდს -ის გავრცელების შეჩერება;
  4. ბავშვებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და საკუთარ შესაძლებობებსა და აზრის გამოთქმის უფლებაში რწმენის ჩანერგვა;
ამ მიზნების მისაღწევად მათ,ვისაც ეს ეხება საქართველოში,უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია იმის თაობაზე,თუ რა ესაჭიოებათ ბავშვებსა და ქალებს,უნდა გააძლიერონ შეზღუდული ადამიანური რესურსები,გააუმჯობესონ მონაცემთა ბაზის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი,გააფართოვონ პროგრამების კოორდინაცია. ძალისხმევის გაერთიანება და საქმის ერთგულად შესრულება ბავშვებსა და ქალების უფლებათა დასაცავად საჭიროა ყველა დონეზე-დაწყებული ოჯახით და დამთავრებული სახელმწიფოს მთავრობითა და საეთაშორისო თანამეგობრობით.
 
გახსოვდეთ! 
ცოდნა არის ის ინვესტიცია ,რომელსაც შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საზოგადოების ყველა წევრს.ამიტომ განათლებას თითოეული ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,რომელიც უზრუნველყოფს მის ფიზიკურ,მორალურდა სოციალურ განვითარებას-ისე,როგორც ამას ითვალისწინებს ბავშვთა უფელბათა კონვენცია. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ეხმარება ბავშვს,გამოიმუშავონ ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაალიბებლად საჭირო სოციალური ,ემოციური და ინტელექტუალური თვისებები.
დემოკრატია იწყება ბავშვთა უფლებებიდან.


შეგიძლია გაეცნობა ბავშვთა უფლებათა კოდექს შემდეგ ლინკზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=2

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ვიდეოს აღნიშნულ საკითხზე ,რომელსაც შეგიძლია გაეცნო ინტერნეტ სივრცეში:



Comments

Popular Posts