მულტიკულტურა და გლობალიზაცია

 მულტიკულტურა და გლობალიზაცია

გლობალიზაცია სხვადასხვა მულტიკულტურის დაახლოების პროცესია. ზოგადად კი ,ეს არის პროცესი, რომელიც ახდენს მსოფლიოს დავიწროებას, არღვევს ეროვნულ საზღვრებს, ასხლოევს სხვადასხვა ეროვნულ ეკონომიკას,კულტურას, ტექნოლოგიას ,მართვას ,წარმოებას და ზრდის მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს.მარტივი განმარტებით, ეს ნიშნავს ერთ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ასახვა სხვა ქვეყანაზე ,რაც მათი ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთ გადახლართვის შედეგია.


კულტურათა ურთიერთქმედება კავშირურთიერთობის სახეა, რომელიც, სულ მცირე, ორ კულტურას შორის ყალიბდება და ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გამოვლინებას და ორმხრივ ცვლილებებს მოიცავს. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლის).

კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს გამოყოფენ:
1.ეთნიკური დონე ურთიერთობა ეთნოსების ისტორიულ-ენთოგრაფიული და სხვა ჯგუფებს შორის.
2.ეროვნული დონე, სადაც რეგულაციური ფუნქციას მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო- პოლიტიკური სტრუქტურები ასრულებენ.


მაგალითად ინგლისური ენის გლობალიზაცია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს.ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა, უკანასკნელ წლებში ფართოდ გავრცელდა და მისი ზეგავლენა ჩვენთან საქართველოშიც იგრძნობა.

მულტიკულტურას პირველ რიგში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და ინტერნეტი უწყობს ხელს.სწორედ ისინი ახდენენ ამერიკული თუ სხვა რომელი დომინანტი კულტურის პოპულარიზაციას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას.


გლობალიზაციის ერაში მულტიკულტურის თვითმყოფადობისს და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად ამ ქვეყნიერი მოსახლეობის ეროვნულ სიძლიერეზე, იმაზე, თუ რამდენად არის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული ,რამდენად ღრმა მისი კულტურული მახასიათებლები ,ისტორიული ფესვები ,რამდენად ფასეულია ის ტრადიციები ,რამდენად მიიღებს მისი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნის.

ნუ გეშინია ცვლილებების და მულტიკულტურის.



Comments

Popular Posts